გენერალური ასამბლეა

გენერალური ასამბლეა
გენერალურ ასამბლეას ადამიანის უფლებებზე მუშაობის მნიშვნელოვანი უფლებამოსილება აქვს. წესდების მე-13 მუხლის შესაბამისად იგი „გახდება სწავლების ინიციატორი და გასცემს რეკომენდაციებს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკის, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის სფეროებში. იგი დახმარებას გაუწევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხორციელებაში ყველას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე რასის, სქესის, ენის ან რელიგიის საფუძველზე“. გენერალური ასამბლეის დეკლარაციები არ არის სამართლებივად სავალდებულო, თუმცა მათ აქვთ მორალური ძალა, რაც მიმანიშნებელია უმრავლესობის საყოველთაო აზრისთვის. გენერალური ასამბლეა კოორდინირებას გაუწევს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რითაც გამოეხმაურება სახელმწიფოს საჭიროებებს, დაკავშირებულს მათი ვალდებულებების შესრულებასთან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილის შესაბამისად. მას შეუძლია უფლებამოსილების მინიჭება გაერო-ს სპეციალიზებული ორგანოების სამუშაოსთვის – მაგალითად, სისტემატურად ტარდება ტრენინგი სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით. ზოგიერთ სახელმწიფოში გაერო-ს შეუძლია დამკვირვებლების გაგზავნა სახელმწიფო არჩევნებში დახმარების აღმოჩენის მიზნით (ერთ-ერთი მაგალითია აღმოსავლეთი ტიმორი). ამგვარ ქმედებებს ჩვეულებრივ ამტკიცებს გენერალური ასამბლეა. გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიები ეძღვნება კონკრეტული პრობლემების განხილვას და იმ ქვეყნებზე საუბარს, რითაც ასამბლეა ცდილობს, გარკვეული გამოსასწორებელი ღონისძიებების მიღებას.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "გენერალური ასამბლეა" в других словарях:

  • ამერიკული დეკლარაცია — ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ამერიკული დეკლარაცია შინაარსით ძალიან ჰგავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. მასში ჩართული უფლებები ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ (სიცოცხლის, თავისუფლების, აღმსარებლობის თავისუფლების, ოჯახისა და… …   Georgian encyclopedia

  • ეკონომიკური და სოციალური საბჭო — ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში შედის ორმოცდათოთხმეტი წევრი, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევს გენერალური ასამბლეა. წევრები იკრიბებიან მთელი წლის განმავლობაში, ხოლო მათი ძირითადი შეხვედრა იმართება ივლისში ნიუ იორკში ან ჟენევაში. ეკონომიკურ და… …   Georgian encyclopedia

  • თურქეთის კონსტიტუცია — სამხედრო გადატრიალების შედეგი. 1970 იანი წლების ბოლოს განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გადაიზარდა 1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალებაში, რასაც მოჰყვა ხელისუფლების სათავეში სამხედროთა მოსვლა. ორი წლის განმავლობაში თურქეთი… …   Georgian encyclopedia

  • ადგილობრივი თვითმმართველობა — • საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»